ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO-ები 2023 წელს

ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO-ები 2023 წელს

Visual Capitalist-მა, MyLogIQ-ზე დაყრდნობით, S&P 500-ში შემავალი კომპანიების ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორების სია გამოაქვეყნა. მონაცემები CEO-ების მიერ გასულ ფისკალურ წელს მიღებულ ანაზღაურებას ასახავს, რომელიც 2023 წლის 30 ივნისს დასრულდა.

რაც შეეხება მნიშვნელოვან მიგნებებს, Visual Capitalist-ის მიერ შემოთავაზებულ სიაში ჩიპების მწარმოებელი კომპანია Broadcom-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჰოკ ტანი ლიდერობს. მან 2023 წელს თითქმის $162 მილიონის ოდენობის ანაზღაურება მიიღო, მათ შორის $1.2 მილიონი ნაღდი ფულის სახით.

მესამე ადგილზეა სტივენ შვარცმანი, რომელიც მართავს Blackstone-ს, მსოფლიოში უდიდეს კერძო საინვესტიციო ფირმას. აღმასრულებელი დირექტორის ანაზღაურების $120-მილიონიანი პაკეტი 2023 წელს Blackstone-ის აქციების ფასის 83%-იანი ზრდის დამსახურებაა.

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა 2023 წელს $63.2 მილიონის ოდენობის ანაზღაურება მიიღო. ეს 2022 წელს მიღებულ $99.4 მილიონს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

საერთო ჯამში, 2023 წელს S&P 500-ის კომპანიების აღმასრულებლების საშუალო ანაზღაურებამ რეკორდულ მაჩვენებელს – $15.7 მილიონს მიაღწია. შედარებისთვის, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა $14.5 მილიონი შეადგინა.

S&P 500-ის კომპანიების ტოპ-10 მაღალანაზღაურებადი CEO (2023 წელი):
ადგილიCEOკომპანიამთლიანი ანაზღაურებანაღდი ანგარიშსწორებითსექტორი
1ჰოკ ტანიBroadcom (AVGO)$161.8 მილიონი$1.2 მილიონიტექნოლოგიები
2ნიკეშ არორაPalo Alto Networks (PANW)$151.4 მილიონი$2.3 მილიონიტექნოლოგიები
3სტივენ შვარცმანიBlackstone (BX)$119.8 მილიონი$0.4 მილიონიფინანსური მომსახურებები
4კრისტოფერ უინფრიCharter Communications (CHTR)$89.1 მილიონი$5.2 მილიონისაკომუნიკაციო მომსახურებები
5უილ ლანსინგიFair Isaac (FICO)$66.4 მილიონი$2.0 მილიონიტექნოლოგიები
6ტიმ კუკიApple (AAPL)$63.2 მილიონი$13.7 მილიონიტექნოლოგიები
7ჰამიდ მოღადამიPrologis (PLD)$50.9 მილიონი$1.9 მილიონიუძრავი ქონება
8ტედ სარანდოსიNetflix (NFLX)$49.8 მილიონი$19.5 მილიონისაკომუნიკაციო მომსახურებები
9დეივიდ ზასლავიWarner Bros. Discovery (WBD)$49.7 მილიონი$25.0 მილიონისაკომუნიკაციო მომსახურებები
10გლენ ფოგელიBooking Holdings (BKNG)$46.7 მილიონი$5.8 მილიონისამომხმარებლო ციკლური მომსახურებები

* S&P 500 აშშ-ის საფონდო ბირჟებზე წარმოდგენილ 500 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს.