ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება ���აფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

Firefox — პირადულობის დაცვის პირობა

ნაკლები აღრიცხვა

ჩვენ ვცდილობთ ნაკლები ვიცოდეთ თქვენ შესახებ

ყველა ტექკომპანია აგროვებს მონაცემებს, პროდუქტების გასაუმჯობესებლად. მაგრამ ამისთვის არაა საჭირო ყველანაირი პირადი მონაცემი. ჩვენ მხოლოდ ის ინფორმაცია გვჭირდება, რაც არსებითად გამოგადგებათ. მუდამ ვეკითხებით საკუთარ თავს: ნამდვილად გვჭირდება? რისთვის გვჭირდება? და როდის შეგვიძლია წავშალოთ?

უსაფრთხოდ შენახვა

ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ თქვენი პირადი ინფორმაციის დასაცავად

მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა მეტად რთულია — ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ დამატებით ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების სახეობებად დაყოფისთვის, ვიცავთ წესებს, თითოეული მათგანის შენახვისა და ��საფრთხოებისთვის და არასდროს ვწყვეტთ გაუმჯობესებაზე მუშაობას. ჩვენთვის უმთავრესია თქვენი პირადულობა. მასში ვაბანდებთ მთელ ძალისხმევას და მუდამ მისი ერთგულნი ვართ. ჩვენ სხვა კომპანიებსაც კი ვასწავლით, როგორ აკეთონ ეს ყველაფერი.

არანაირი საიდუმლოება

ყოველთვის შეგეძლებათ დაგვეყრდნოთ

არანაირი ფარული მიზნები არ გაგვაჩნია. ჩვენი საქმიანობა არ საჭიროებს თქვენი ნდობით ბოროტად სარგებლობას. ჩვენი პირადულობის განაცხადი მკაფიო და ადვილად გასაგებია. თუ გსურთ დაწვრილებით გაეცნოთ, რა ინფორმაციას ვაგროვებთ, ჩვენი კოდი ღიაა. სრულიად გახსნილნი ვართ ჩვენც.

  • რატომაა სანდო Firefox?

    იმიტომ, რომ ჩვენ ხალხს ვაყენებთ ყველაფერზე წინ. ჩვენ ზურგს გვიმაგრებს არამომგებიანი დაწესებულება. დაარსების დღიდან, ჩვენი მიზანი ინტერნეტისა და მისი მონაწილეების დაცვაა.

    ვრცლად ჩვენი მიზნების შესახებ

  • თქვენი პირადულობა, სხვადასხვა პროდუქტებით

    Firefox-პროდუქტები მუშაობს განსხვავებულად — ვინაიდან, ისინი განკუთვნილია პირველ რიგში, თქვენი პირადულობის დაცვისთვის.

    გაეცანით პირადულობის განაცხადს ჩვენი პროდუქტებისთვის